პროდიუსერთა გილდიის გამარჯვებული ფილმით დერილ ზანუკის სახელობის პრიზი მექსიკელმა რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ და პროდიუსერმა ჯ. მაილს დეილმა აიღეს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ოქროს გლობუსებისა და ოსკარების ერთ-ერთი ფავორიტი ნამუშევარი უკვე გახდა ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული და კრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი.
60-იან წლებში განვითარებული უჩვეულო სიყვარულის კინოისტორია ამერიკელმა პროდუიუსერმა 11 ფილმს შორის აღიარეს. „წყლის ფორმის“ კონკურენტები იყვნენ: Call Me by Your Name, Dunkirk, Get Out, I Tonya, Lady Bird, Molly’s Game, The Big Sick, The Post, Three Billboards Outside Ebbing Missouri, Wonder Woman.
პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოვებაზე საუკეთესო ანიმაციად კომპანია „პიქსარის“ მორიგი ჰიტი „კოკო“ (Coco) დასახელდა, საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევრად კი ბრიტანელ ანთროპოლოგ ჯეინ გუდოლზე შექმნილი ფილმი „ჯეინი“ (Jane) აღიარეს.