weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პროდიუსერთა გილდიამ წლის საუკეთესო ფილმად „წყლის ფორმა“ დაასახელა

11:17 სამშაბათი, 23 იანვარი 2018

ამერიკის პროდიუსერთა გილდიამ (PGA) რიგით 29-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმად გილერმო დელ ტოროს წარმატებული ფენტეზი-მელოდრამა „წყლის ფორმა“ (The Shape of Water) დაასახელა.

პროდიუსერთა გილდიის გამარჯვებული ფილმით დერილ ზანუკის სახელობის პრიზი მექსიკელმა რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ და პროდიუსერმა ჯ. მაილს დეილმა აიღეს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ოქროს გლობუსებისა და ოსკარების ერთ-ერთი ფავორიტი ნამუშევარი უკვე გახდა ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული და კრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი.

60-იან წლებში განვითარებული უჩვეულო სიყვარულის კინოისტორია ამერიკელმა პროდუიუსერმა 11 ფილმს შორის აღიარეს. „წყლის ფორმის“ კონკურენტები იყვნენ: Call Me by Your Name, Dunkirk, Get Out, I Tonya, Lady Bird, Molly’s Game, The Big Sick, The Post, Three Billboards Outside Ebbing Missouri, Wonder Woman.

პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოვებაზე საუკეთესო ანიმაციად კომპანია „პიქსარის“ მორიგი ჰიტი „კოკო“ (Coco) დასახელდა, საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევრად კი ბრიტანელ ანთროპოლოგ ჯეინ გუდოლზე შექმნილი ფილმი „ჯეინი“ (Jane) აღიარეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]