კობი ბრაიანტი ოსკარზე როგორც ფილმის სცენარისტი მოხვდა, მასთან ერთად კი ანიმაციური ფილმის რეჟისორი გლენ კინი წარადგინეს.
მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია კობი ბრაიანტის კალათბურთიდან წასვლის დროს გამოქვეყნებულ მასალაზეა დაფუძნებული. იგი სპორტსმენის კარიერას მოკლედ ასახავს.
შეგახსენებთ, რომ ოსკარების დაჯილდოვების ცერემონია 4 მარტს გაიმართება. კინოაკადემიამ ნომინანტების სრული სია გუშინ გამოაქვეყნა.