weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყველაზე მეტი საოსკარე ნომინაცია გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმამ“ მოიპოვა

18:38 სამშაბათი, 23 იანვარი 2018

ამერიკის კინოაკადემიამ (AMPAS) რიგით 90-ე დაჯილდოვების ნომინანტთა სრული სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია 2017 წლის გახმაურებულმა ფენტეზი-მელოდრამა „წყლის ფორმამ“ მიიღო.

ნომინაციების გამოცხადებას, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაკლები გამოხმაურება მოჰყვა, რადგან წლევანდელი სია საერთო შეფასებით, მხოლოდ უმნიშვნელო მოულოდნელობებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობებს შორის ოსკარის ნომინაციების რაოდენობის მხრივ რეკორდსმენმა მერილ სტრიპმა 21-ე ნომინაცია მოიპოვა და საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა.

ასევე უდიდესი მიღწევის ავტორი ლეგენდად ქცეული უბერებელი კომპოზიტორი ჯონ უილიამსი გახდა - 85 წლის კომპოზიტორი 50-ედ წარადგინეს ოსკარზე.

მთავარი ჯილდოს, 2017 წლის საუკეთესო ფილმის წოდებისთვის ამჯერად 9 ნამუშევარი იბრძოლებს. ოსკარის ნომინანტ სრულმეტრაჟიან ფილმთა სრული სია კი ასეთია:

წლის საუკეთესო ფილმი:

Call Me by Your Name (პიტერ სპირსი, ლუკა გუადანინო, ემილი ჟორჟი & მარკო მორაბიტო)

Darkest Hour (ტიმ ბევანი, ერიკ ფელნერი, ლაიზა ბრიუსი, ენტონი მაკკარტენი & დაგლას ურბანსკი)

Dunkirk (ემა თომასი & ქრისტოფერ ნოლანი)

Get Out (შონ მაკკიტრიკი, ჯეისონ ბლუმი, ედვარდ ჰ. ჰემ უმცროსი & ჯორდან პილი)

Lady Bird (სკოტ რუდინი, ელაი ბუში & ეველინ ო'ნილი)

Phantom Thread (ჯოენ სელარი, პოლ თომას ანდერსონი, მეგან ელისონი & დენიელ ლუპი)

The Post (ემი პასკალი, სტივენ სპილბერგი & კრისტი მაკოსკო კრიგერი)

The Shape of Water (გილერმო დელ ტორო & ჯ. მაილს დეილი)

Three Billboards Outside Ebbing, Missouri (გრემ ბროუდბენტი, პიტერ ჩერნინი & მარტინ მაკდონაჰი)

საუკეთესო რეჟისორი:

ქრისტოფერ ნოლანი (Dunkirk)

ჯორდან პილი (Get Out)

გრეტა გერვიგი (Lady Bird)

პოლ თომას ანდერსონი (Phantom Thread)

გილერმო დელ ტორო (The Shape of Water)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

გარი ოლდმენი (Darkest Hour)

ტიმოტე შალამე (Call Me by Your Name)

დენიელ კალუუია (Get Out)

დენიელ დეი-ლუისი (Phantom Thread)

დენზელ ვაშინგტონი (Roman J. Israel, Esq.)

საუკეთესო ქალი მსახიობი:

მარგო რობი (I, Tonya)

სირშა რონანი (Lady Bird)

მერილ სტრიპი (The Post)

სალი ჰოუკინსი (The Shape of Water)

ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:

ქრისტოფერ პლამერი (All the Money in the World)

ვილემ დეფო (The Florida Project)

რიჩარდ ჯენკინსი (The Shape of Water)

ვუდი ჰარელსონი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

სემ როკველი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:

ელისონ ჯენი (I, Tonya)

ლორი მეტკალფი (Lady Bird)

მერი ჯ. ბლაიჯი (Mudbound)

ლესლი მენვილი (Phantom Thread)

ოქტავია სპენსერი (The Shape of Water)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი:

ჯორდან პილი (Get Out)

გრეტა გერვიგი (Lady Bird)

გილერმო დელ ტორო & ვანესა ტეილორი (The Shape of Water)

კუმაილ ნანჯიანი & ემილი ვ. გორდონი (The Big Sick)

მარტინ მაკდონაჰი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

ჯეიმს აივორი (Call Me by Your Name)

სკოტ ფრენკი, ჯეიმს მენგოლდი & მაიკლ გრინი (Logan)

აარონ სორკინი (Molly’s Game)

დი რისი & ვირჯილ უილიამსი (Mudbound)

სკოტ ნოიშტედტერი & მაიკლ ჰ. უებერი (The Disaster Artist)

საუკეთესო ორიგინალი მუსიკა:

ჰანს ციმერი (Dunkirk)

ჯონი გრინვუდი (Phantom Thread)

ჯონ უილიამსი (Star Wars: The Last Jedi)

ალექსანდრ დეპლა (The Shape of Water)

კარტერ ბარუელი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო ორიგინალი სიმღერა:

სუფიან სტივენსი - "The Mystery of Love" (Call Me by Your Name)

კრისტენ ანდერსონ-ლოპესი & რობერტ ლოპესი - "Remember Me" (Coco)

ანდრა დეი & Common - "Stand Up For Something" (Marshall)

რაფაელ საადიკი, მერი ჯ. ბლაიჯი & ტაურა სტინსონი - "Mighty River" (Mudbound)

ბენჯ პასეკი & ჯასტინ პოლი - "This is Me" (The Greatest Showman)

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი:

როჯერ დიკინსი (Blade Runner 2049)

ბრუნო დელბონელი (Darkest Hour)

ჰოიტ ვან ჰოიტემა (Dunkirk)

რეიჩელ მორისონი (Mudbound)

დენ ლაუსტსენი (The Shape of Water)

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი:

ჟაკლინ დიურანი (Beauty and the Beast)

ჟაკლინ დიურანი (Darkest Hour)

მარკ ბრიჯესი (Phantom Thread)

ლუის სეკეირა (The Shape of Water)

კონსოლატა ბოილი (Victoria & Abdul)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება და დეკორაციები:

სარა გრინვუდი & კეიტი სპენსერი (Beauty and the Beast)

დენის გასნერი & ალესანდრა კერზოლა (Blade Runner 2049)

სარა გრინვუდი & კეიტი სპენსერი (Darkest Hour)

ნათან კროული & გარი ფეტისი (Dunkirk)

პოლ დ. ოსტერბერი, შეინ ვიო & ჯეფრი ა. მელვინი (The Shape of Water)

საუკეთესო მონტაჟი:

პოლ მაჩლისი & ჯონათან ამოსი (Baby Driver)

ლი სმიტი (Dunkirk)

ტატიანა ს. რიგელი (I, Tonya)

სიდნი ვოლინსკი (The Shape of Water)

ჯონ გრეგორი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო ხმის მონტაჟი:

Baby Driver

Blade Runner 2049

Dunkirk

Star Wars: The Last Jedi

The Shape of Water

საუკეთესო ხმის ეფექტები:

Baby Driver

Blade Runner 2049

Dunkirk

Star Wars: The Last Jedi

The Shape of Water

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები:

Blade Runner 2049

Guardians of the Galaxy Vol. 2

Kong: The Skull Island

Star Wars: The Last Jedi

War for the Planet of the Apes

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა:

Darkest Hour

Victoria & Abdul

Wonder

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Coco (ლი ანკრიჩი & დარლა კ. ანდერსონი)

Ferdinand (კარლოს სალდანია)

Loving Vincent (დოროტა კობიელა, ჰიუ უელჩმენი & ივან მაკტაგარტი)

The Boss Baby (ტომ მაკგრათი & რემზი ენ ნაიტო)

The Breadwinner (ნორა ტუომი & ენტონი ლეო)

საუკეთესო უცხოური ფილმი:

A Fantastic Woman / Una Mujer Fantástica (ჩილე, რეჟ. სებასტიან ლელიო)

Loveless / Нелюбовь (რუსეთი, რეჟ. ანდრეი ზვიაგინცევი)

On Body and Soul / Teströl és lélekröl (უნგრეთი, რეჟ. ილდიკო ენიედი)

The Insult / L'insulte (ლიბანი, რეჟ. ზიად დუეირი)

The Square (შვედეთი, რეჟ. რუბენ იოსტლუნდი)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

Abacus: Small Enough to Jail (სტივ ჯეიმსი, მარკ მიტენი & ჯული გოლდმენი)

Faces Places / Visages, Villages (ანიეს ვარდა, როზალი ვარდა & ჟან რენე)

Icarus (ბრაიან ფოგელი, დენ კოგანი)

Last Men in Aleppo / De sidste mænd i Aleppo (ქარიმ აბიდი, სორენ სტეენ ისეპერსენი & ფირას ფაიადი)

Strong Island (იანს ფორდი, ჟოსლინ ბარნსი)

ოსკარების დაჯილდოების 90-ე ცერემონია 4 მარტს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება, მისი წამყვანი კი კვლავ ცნობილი ტელეწამყვანი და კომიკოსი ჯიმი კიმელი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]