სახალისო ვიდეოკლიპის მიხედვით, ჯიმი კიმელი სტუმრად ფსიქოთერაპევტთან იმყოფება და ყვება, თუ როგორ იტანჯება წინა ცერემონიისას მომხდარი სკანდალური შეცდომის გამო. ფსიქოთერაპევტი კი სწორედ ხსენებული სკანდალის ერთ-ერთი მონაწილე, ლეგენდარული კინოვარსკვლავი უორენ ბიტია.
შეგახსენებთ, რომ ოსკარების დაჯილდოვების 90-ე ცერემონია 4 მარტს გაიმართება, მისი წამყვანი კი შარშანდელის მსგავსად ტელეარხ ABC-ის სახედ მიჩნეული შოუმენი ჯიმი კიმელი იქნება. კინოაკადემიამ საოსკარე ნომინანტთა სრული სია ახლახანს გამოაქვეყნა.