weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დამიენ შაზელი კომპანია Apple-სთვის მინი-სერიალს გადაიღებს

11:44 შაბათი, 27 იანვარი 2018

ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი რეჟისორი დამიენ შაზელი კომპანია Apple-ის დაკვეთით მინი-სერიალს დაწერს და თავად გადაიღებს. სიუჟეტის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. დრამატული სერიალის პროდიუსერები ჯორდან ჰოროვიცი და ფრედ ბერგერი არიან, რომლებიც რეჟისორის წინა წლის მიუზიკლი ჰიტის, „ლა ლა ლენდის“ პროდიუსერები იყვნენ.

Apple-ის პროექტი დამიენ შაზელისთვის მეორე სერიალი იქნება. როგორც ცნობილია იგი კომპანია „ნეტფლიქსისა“ და IMG-ისთვის მიუზიკლის ჟანრის სერიალსაც გადაიღებს.

ამჟამად რეჟისორი ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმზე მუშაობს, რომელშიც რაიან გოსლინგი ცნობილ ამერიკელ ასტრონავტ ნილ არმსტრონგს განასახიერებს. ბიოპიკი სათაურად „პირველი ადამიანი“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]