„ოსკარების წაყვანა ჩემი კარიერის ნათელი მომენტი იყო და შერილ ბუნ აიზეკსის (კინოაკადემიის პრეზიდენტი), დოუნ ჰადსონისა (კინოაკადემიის აღმასრულებელი დირექტორი) და კინოაკადემიის დიდი მადლიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მთხოვეს დავბრუნებულიყავი წამყვანად და მემუშავა ჩემ ორ საყვარელ ადამიანთან, მაიკლ დე ლუკასა და ჯენიფერ ტოდთან (დაჯილდოების შოუს პროდიუსერები). თუ ფიქრობთ, რომ წინა ცერემონიაზე მაგრად მივქარეთ, დაელოდეთ რას ვიზამთ შემდეგ დაჯილდოებაზე.“ - განაცხადა ჯიმი კიმელმა, რითაც მან უკანასკნელ დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტი ირონიულად გაიხსენა.
შეგახსენებთ, რომ ჯიმი კიმელს ოსკარებამდე ორჯერ ჰქონდა წაყვანილი ემის მუსიკალური დაჯილდოება, 2012 და 2016 წლებში.
ჯიმი კიმელი 2003 წლიდან უძღვება ტელეარხ ABC-ზე საღამოს პოპულარულ კომედიურ შოუს - Jimmy Kimmel Live! და ტელეარხის სახედ ითვლება. ოსკარების ცერემონია კი პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად სწორედ ABC-ზე გადაიცემა.
90-ე დაჯილდოების ნომინანტები 2018 წლის 23 იანვარს გამოცხადდება, ცერემონია კი 2018 წლის 4 მარტს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება.