weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Aston Martin Valkyrie „მთვარის მტვერით“ შეიღებება

10:16 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

„ასტონ მარტინის“ უკანასკნელმა ჰიპერქარმა სახელად Valkyrie, რომელიც გარკვეული რაკურსით კოსმოსურ ხომალდს ჰგავს, მისი შეძენის ერთ-ერთ მსურველს მოულოდნელი ნაბიჯი გადაადგმევინა - მისი ერთი ეგზემპლარი მთვარის ნამდვილი მასალისგან შეზავებული საღებავით შეიღებება. ამისათვის მილიონერმა კლიენტმა კოსმოსური ქვა შეიძინა, რომელიც დედამიწის თანამგზავრით ჩამოიტანეს.

ლოდს ფხვიერ მასალად აქცევენ და საღებავს შეურევენ. ამგვარი კოსმოსური საფარი ავტოინდუსტრიაში პირველად გამოიყენება. კლიენტის კუთვნილი „ასტონ მარტინი“ ხასხასა ალისფერი, ე.წ. Lunar Red ფერის იქნება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საღებავით „როლს-როისის“ Diamond Stardust შეიღება, რომლის საღებავში ათასობით დაფქვილი ნამდვილი ალმასი შეერია.

ბოლო მონაცემებით, Valkyrie-ს ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 1146 ცხენისძალას შეადგენს, რომელიც აღჭურვილობითი წონის 1030 კგ-ზე მოდის. საგზაო 150 ეგზემპლარის გარდა, კომპანია დამატებით კიდევ 25 საავტოდრომო ვერსიას სახელად Valkyrie AMR Pro გამოუშვებს, მაგრამ ამგვარი ვარიანტის პარამეტრები წინასწარაც არ დასახელებულა, თუმცა გასაგებია, რომ სიმძლავრე გაიზრდება, წონა კი შემცირდება.

წყარო: Adjarasort

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]