weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაკეტა Falcon Heavy-ით ილონ მასკის ავტომობილი კოსმოსში გაემგზავრა

10:24 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy წარმატებით გაეშვა ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან. რაკეტამ დაპირებისამებრ თან წაიღო მილიარდერ ილონ მასკის კუთვნილი ავტომობილი Tesla Roadster, რომელშიც მანეკენი მძღოლი „სტარმენი“ ზის.

გაშვების შემდეგ, რაკეტას წარმატებით მოსწყდა ორი გვერდითა ბუსტერი, რომლებიც უკან, კანავერალის კონცხზე დაეშვნენ და ხმელეთზე თითქმის ერთდროულად დასხდნენ.

რაკეტის მეორე ეტაპი სამივე ძრავის დაწვის პროცესის დასრულება იყო, რათა მანქანა საბოლოოდ გასულიყო მზის გარშემო ჰელიოცენტრულ ორბიტაზე. ავტომობილი ელიფსურ ორბიტაზე იმოძრავებს დედამიწასა და მარსს შორის მზის გარშემო. თუკი ორბიტაზე გასვლა წარმატებით განხორციელდა, ავტომობილი კოსმოსში იმოძრავებს ასობით მილიონი, შესაძლოა მილიარდობით წლის განმავლობაშიც კი.

Falcon Heavy-მ უკვე დაიმსახურა მსოფლიოს ყველაზე მძლავრი რაკეტის სტატუსი. გაშვების ამსახველი სრული ვიდეო:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]