weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

რა ბედი ელის ილონ მასკის ავტომობილს კოსმოსში

14:17 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

ილონ მასკის ავტომობილი Tesla Roadster, რომელიც მანეკენით აღჭურვილი პირველი ავტომობილია, რომელიც კოსმოსში გაგზავნეს, გასულ კვირას SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით გაუშვეს. საინტერესოა, რა ბედი ელის გალაქტიკაში მონავარდე ხსენებულ სუპერმანქანას?

როგორც ცნობილია, „ტესლას“ ავტომობილი მზის ორბიტაზე მრავალი წლის განმავლობაში იმოძრავებს და უკვე იმ რეალობის წინაშეა, რომელშიც სამყარო მთელი თავისი სისასტიკით უქადის განადგურებას.

სპეციალისტთა შეფასებით, კოსმოსის ვაკუუმის წნევა გახეთქავს ავტომობილის საბურავებსა და უსაფრთხოების ბალიშებს, რადიაცია და გზადაგზა შემხვედრი მილიონობით მეტეორი კი შეჯახებისას ავტომობილს თანდათან მოსპობს.

მოლეკულური ექსპერტის, უილიამ კეროლის განცხადებით, სულ რაღაც ერთ წელიწადში, კოსმოსური რადიაცია მანქანას გაანადგურებს. ორგანული მასალის (ნახშირბად-წყალბადის ბმები და ა.შ.) გაქრობის შემდეგ კი მისგან მხოლოდ არაორგანული ნაწილებიღა დარჩება: ალუმინის ჩარჩო, შიდა მეტალები და მეტეორების შეჯახებას გადარჩენილი მინის ნაწილები.

ამრიგად, Tesla Roadster ადრე თუ გვიან კოსმოსურ ნაგავს შეერევა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ავტომობილის ამოცნობა შეიძლება მრავალი წლის შემდეგაც მოხდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]