weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიდევ ორი სიახლე ჟენევის ავტოსალონიდან

16:00 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

2018 წლის ჟენევის ავტოშოუზე კიდევ ორი ვარსკვლავის ჩვენება შედგა. Mazda Vision Coupe-სა და Corbellati Missile-ის შემდეგ პრესტიჟულ ავტოფორუმზე კიდევ ორი ცინცხალი ავტომობილის წარდგენა მოხდა.

Mercedes-AMG GT 4-Door Coupé - ახალმა ოთხკარიანმა კუპემ AMG GT-ის სტილი გადაიღო, ორი კარი დაამატა და სამი მგზავრისთვის უკანა სავარძლები შეავსო. მისი წარმოება ივნისში დაიწყება და ევროპაში სექტემბერში გამოჩნდება, აშშ-ში კი ზამთარში ჩავა. Daimler AG-ის სამმართველოს თავმჯდომარე დიტერ ცეტშემ აღნიშნა, რომ დასაწყისში წარმოებაში სრულამძრავიანი ავტომობილები ჩაეშვება, მომავალში კი უკანაამძრავიანი ვერსიის გამოჩენაც შესაძლებელია.

Polestar 1 - სპორტული ჰიბრიდული ეს კუპე მსოფლიო დონის ავტოშოუზე პირველად გამოჩნდა და წარმოების დაწყებისთვის მთელი ძალღონით ემზადება. Polestar-ის გენერალურმა დირექტორმა თომას ინგენლატმა განაცხადა, რომ კომპანიას უკვე მოდელის 6000 ეგზემპლარის პოტენციური მყიდველი ჰყავს. Polestar 1-ის ძალოვანი დანადგარი ჩასართველი ჰიბრიდია, რომელიც ბენზინის 2.0 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავისა და ორი ელექტროძრავისგან შედგება. მას ემატება სისტემა, რომელიც სპეციალურად Polestar 1-ისთვის შეიქმნა. საერთო ჯამში, ყველაფერი ერთად 600 ცხენისძალას ანვითარებს. ელემენტების ერთი დამუხტვით ავტომობილს 150 კილომეტრის გავლა შეუძლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]