weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთში „ოსტატი და მარგარიტას“ მორიგ ეკრანიზაციას გადაიღებენ

16:46 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

მიხაილ ბულგაკოვის ფილოსოფიური რომანის, „ოსტატი და მარგარიტას“ მორიგ რუსულ ეკრანიზაციას ნიკოლაი ლებედევი (Волкодав, Легенда №17, Экипаж) გადაიღებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე რუსი რეჟისორი ფილმისთვის სცენარს თავადვე დაწერს. გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 800 მილიონი რუბლია.

ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერის, რუბენ დიშდიშიანის თქმით, სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების იდეა მის გუნდს ჯერ კიდევ 15 წლის წინ ჰქონდა, თუმცა ცნობილი პროდიუსერის განმარტებით, იმ დროს მათ გამბედაობა არ ეყოთ, საკულტო ნაწარმოები ფილმად ექციათ, თუმცა დღეს თანამედროვე ინდუსტრია და ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობებს იძლევა.

დაანონსებული ფილმის პრემიერა 2021 წელს იგეგმება. ჯერ-ჯერობით უცნობია მასში როლების შემსრულებელ მსახიობთა ვინაობა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ სხვა ეკრანიზაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც „ოსტატი და მარგარიტას“ ახალი კინოვერსია საერთაშორისო პროექტი, რუსულ-ჰოლივუდური ფილმი უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება რუსულ კინოვერსიებს, აქამდე არსებობს ორი ეკრანიზაცია: 1994 წელს გამოსული ნაკლებად წარმატებული მხატვრული ფილმი და რეჟისორ ვლადიმირ ბორტკოს 2005 წელს გამოსული 10-სერიანი პოპულარული ტელევერსია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]