weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტეილორ სვიფტს პლაგიატში ადანაშაულებენ

17:21 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

ახალგაზრდა ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის ახალი კლიპის (“Delicate”) გამოსვლის შემდეგ უამრავმა ადამიანმა შეამჩნია, რომ ვიდეო ძალიან ჰგავდა Kenzo-ს პოპულარულ სარეკლამო ვიდეორგოლს. ორ ვიდეოს შორის არსებული მრავალი მსგავსება ფრანგული ბრენდის წარმომადგენლებმაც დაინახეს და პოპ-ვარსკვლავი პლაგიატში ამხილეს.

2016 წელს გამოსულ Kenzo-ს სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ოსკაროსანმა რეჟისორმა სპაიკ ჯონზმა გადაიღო, მსახიობი მარგარეტ კუელი მონაწილეობს. ორივე ვიდეოს სიუჟეტი თითქმის იდენტურია: მთავარი პერსონაჟები ცეკვავენ ისე, თითქოს მათ ვერავინ ხედავს. განსხვავება მხოლოდ ქალთა კაბების ფერებშია.

Kenzo-ს სასამართლოში არ უჩივლია, თუმცა ტეილორ სვიფტს სოციალური ქსელის საშუალებით ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიმართა: „მისმინე ტეი, მე მესმის შენი. შეუძლებელია სულ პირველი იყო. დაგვირეკე და ჩვენ დაგეხმარებით“.

პროდიუსერი კენი ვასუსი მეტი თვალსაჩიონებისთვის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც ორი ვიდეოს იდენტურ კადრებს მოიცავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]