weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ჰოკინგმა პარალელურ სამყაროთა შესახებ კვლევა დაასრულა

16:59 სამშაბათი, 20 მარტი 2018

თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა სტივენ უილიამ ჰოკინგმა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მუშაობა დაასრულა თავის ბოლო სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც თეორიულ საფუძველს ამზადებს პარალელური სამყაროს აღმოჩენისთვის.

ჰოკინგი თანაავტორი იყო მათემატიკური კვლევისა, რომელიც „მულტისამყაროს“ თეორიის მტკიცებულებას ეძებდა. ამ თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყაროს გარდა, არსებობს კიდევ მრავალი სხვა სამყარო. დოკუმენტი სახელად „რბილი გასვლა მარადიული ინფლაციიდან“, საბოლოოდ 4 მარტს, ფიზიკოსის სიკვდილამდე 10 დღით ადრე გადაიხედა. იგი ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.

ჰოკინგის თეორიული კვლევის მიხედვით, მულტისამყაროს არსებობა დიდი აფეთქების მომენტიდან კოსმოსში მოლივლივე ფონურ რადიაციაში უნდა გამოვლინდეს. თავის მხრივ ამ რადიაციის გაზომვა შესაძლებელია შესაბამისი სენსორებით აღჭურვილი ღრმა კოსმოსური ზონდით.

დოკუმენტის თანაავტორის, ფიზიკის პროფესორ თომას ჰერტოგის განცხადებით, კვლევის მიზანია მულტისამყაროს იდეის ტრანსფორმირება შემოწმებად სამეცნიერო ჩარჩოში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]