weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კინოაკადემიის პრეზიდენტი სექსუალური ძალადობის ბრალდებებს უარყოფს

14:08 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტი ჯონ ბეილი მის მიმართ არსებულ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

ჯონ ბეილის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდებები სიცრუეა და ეს ყველაფერი მხოლოდ მისი 50-წლიანი კარიერის შელახვაა.

75 წლის კინოხელოვანი ასევე აცხადებს, რომ ბრალდებების ასეთი გასაჯაროება კინოაკადემიის ახლახანს მიღებულ ახალ წესს ხელ უშლის, რის მიხედვითაც სექსუალური შევიწროვების ფაქტების შემთხვევაში კინოაკადემიის წევრები ანონიმურად დაასმენდნენ მოძალადეს, საგანგებო საბჭო კი მომხდარს განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ბეილის სექსუალურ ძაალდობაში ბრალი სამმა ქალმა დასდო, რაზეც გამოძიება დაიწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]