weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რიდლი სკოტს უნდა რცხვენოდეს კევინ სპეისის ფილმიდან ამოჭრის გამო“ - ბერნარდო ბერტოლუჩი

12:00 სამშაბათი, 01 მაისი 2018

აღიარებული იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი, ორი ოსკარის, ორი ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი კინოჯილდოს მფლობელი ბერნარდო ბერტოლუჩი რიდლი სკოტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ინგლისელ რეჟისორს უნდა რცხვენოდეს კევინ სპეისის სცენების ამოჭრის გამო სკანდალური ფილმიდან - All the Money in the World.

ბერტოლუჩიმ აღნიშნული განცხადება იტალიის ქალაქ ბარიში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე გააკეთა.

„როდესაც გავიგე, რომ რიდლი სკოტი დათანხმდა All the Money in the World-იდან კევინ სპეისის სცენების ამოღებაზე, მის მემონტაჟე პიეტრო სკალიას შეტყობინება გავუგზავნე, რომ რეჟისორს უნდა სცხვენოდეს აღნიშნული საქციელი, მე კი მაშინვე მომინდა ფილმის გადაღება კევინ სპეისის მონაწილეობით“ - განმარტა 77 წლის იტალიელმა კინორეჟისორმა.

შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისის პირად სკანდალთან დაკავშირებით, რეჟისორმა რიდლი სკოტმა ფილმის შემქმნელებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ამოეჭრა მსახიობის სცენები და ისინი ხელახლა გადაიღო ქრისტოფერ პლამერით, რომელსაც აღნიშნული ფილმით ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინაცია ერგო.

აღსანიშნავია, რომ ბერნარდო ბერტოლუჩი, რომლის ფილმებიც სექსუალური კონტენტის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მოძრაობა MeToo-სა და ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო საყოველთაო კამპანიის მხარდამჭერია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]