როგორც აქამდეც სახელდებოდა, 27 წლის ვარსკვლავი შერონ ტეიტს განასახიერებს, რომელიც ორსულობისას სხვა ადამიანებთან ერთად განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ჩარლზ მენსონის სექტის წევრებმა.
კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის დეტალები გაამხილა
მარგო რობიმ როლზე დამტკიცების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კვენტინ ტარანტინოს უდიდესი ფანია და მასთან მუშაობა ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ოცნება იყო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის როლებს შეასრულებენ ტარანტინოს ახალ დრამაში რეჟისორის ხშირი კოლაბორატორები - კურტ რასელი, მაიკლ მადსენი და ტიმ როთი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ პატარა როლები ექნებათ. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ფილმში მონაწილეობას მიიღებს ჰოლივუდის ლეგენდა ბერტ რეინოლდსი, რომელიც ჯორჯ სპანის როლს მოირგებს. ხსენებული პიროვნება კალიფორნიაში იმ რანჩოს მეპატრონე იყო, რომელიც ჩარლზ მენსონის დაჯგუფებამ იქირავა და დასახლდა.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოს შედგება. აღნიშნული თარიღი ჩარლზ მენსონის სექტის მიერ მხეცურად ჩადენილი მკვლელობების 50 წლისთავს ემთხვევა - 1969 წლის 9 აგვისტოს, კომუნა „ოჯახის“ ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე სახლზე თავდასხმა უბრძანა. მენსონის სექტამ სახლის ხუთი მაცხოვრებელი, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის ცხრა თვის ორსული ცოლი - მსახიობი შერონ ტეიტი მოკლა. აღნიშნული მოვლენა კვენტინ ტარანტინოს ახალი მხატვრული სურათის ერთგვარი ფონი იქნება - ფილმის სიუჟეტი სწორედ იგივე დროს განვითარდება.