weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარკ დაკასკოსი, ჰოლი ბერი და ანჯელიკა ჰიუსტონი „ჯონ უიკის“ მე-3 სერიაში ითამაშებენ

17:26 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ბოლო წლების პოპულარულ მძაფრსიუჟეტიან კინოსერია „ჯონ უიკის“ მე-3 ნაწილს ახალი მსახიობები შეემატნენ. ტრიკველში სათაურად John Wick 3: Parabellum, კიანუ რივზის მხარდამხარ ახალ სამსახიობო გუნდში, 90-იანი წლების პოპულარული მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი მარკ დაკასკოსი, ასევე ჰოლივუდის ოსკაროსანი კინოვარსკვლავები - ჰოლი ბერი და ანჯელიკა ჰიუსტონი გამოჩნდებიან.

ახალ ფილმში მაყურებელი ასევე იხილავს ცნობილ იაპონელ მსახიობ ჰიროიუკი სანადასა და აზიური ექშენ-ფილმებიდან კარგად ნაცნობ სხვა რამდენიმე სახეს.

ანჯელიკა ჰიუსტონის პერსონაჟი სახელად „დირექტორი“ მთავარი ანტაგონისტი იქნება, მარკ დაკასკოსის კინოგმირი „ზერო“ - დაქირავებული მკვლელი, ჰიროიუკი სანადა იაპონური კრიმინალური სინდიკატის მეთაურს განასახიერებს, ჰოლი ბერის პერსონაჟის, სახელად სოფიას შესახებ ინფორმაცია კი უცნობია.

ახალ კინოისტორიაში მოქმედება მე-2 სერიის დასასრულიდან გაგრძელდება: მთავარი გმირი ჯონ უიკი, რომელმაც პროფესიონალ ქილერთა საიდუმლო ორგანიზაციის წესები დაარღვია, იძულებულია გაიქცეს და დაიმალოს, რადგან მისი მოკვლის სანაცვლოდ უდიდესი ჯილდოა დაწესებული.

ჯონ უიკის კინოსამყარო სერიალით გაფართოვდება

მე-3 სერიის სცენარის ავტორი და რეჟისორი წინა ნაწილების მსგავსად, დერეკ კოლსტადი და ჩად სტაჰელსკი იქნებიან. ნიუ იორკის გარდა, გადაღებების ნაწილი რუსეთსა და ესპანეთში ჩაივლის, ფილმის პრემიერა კი 2019 წლის 16 მაისს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]