weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მორგან ფრიმენს არასასურველ მოპყრობაში 8 ქალი ადანაშაულებს

10:54 პარასკევი, 25 მაისი 2018

ჰოლივუდის ოსკაროსან ვარსკვლავ მორგან ფრიმენს არასასურველ ქცევაში 8 ქალი სდებს ბრალს. ქალები ვეტერანი მსახიობის მხრიდან ისეთი ტიპის ძალადობაზე საუბრობენ, როგორიცაა: სექსუალური შევიწროება, სექსუალური ხასიათის კომენტარების კეთება, არასასურველი შეხება და თვალთვალი.

CNN-ის ინფორმაციით, ოსკაროსანი ვარსკვლავის მხრიდან მსგავსი მოპყრობის შესახებ 16 ადამიანმა ისაუბრა, 8 მათგანი კი ბრალს სდებს მსახიობს.

ბრალდებების მიხედვით, შემთხვევები მორგან ფრიმენის საპროდიუსერო კომპანია Revelations Entertainment-ში და ამ კომპანიის გადასაღებ მოედანზე სხვადასხვა წლებში მოხდა, სადაც მომუშავე ქალებისთვის აღნიშნული პირობები იყო და მრავალი მათგანი სამსახურის დაკარგვის შიშით, ჩუმად ყოფნას ამჯობინდებდა.

მედიაში ამბის გახმაურების შემდეგ, 80 წლის მსახიობმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ბოდიშს იხდის.

„ყველა, ვინც მიცნობს ან ჩემთან ერთად უმუშავია, იცის, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც განზრახ შეურაცხყოფას აყენებს ან შეგნებულად აგრძნობინებს თავს უხერხულად ვინმეს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემ გამო თავი არასასიამოვნოდ ანდა უპატივცემულოდ უგრძვნია.“ - განაცხადა მორგან ფრიმენმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ მსახიობს შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]