სამი ეპიზოდისგან შემდგარი ტელეპროექტის გადაღებები ივნისში დაიწყება, შემდეგ კი BBC-ის ეთერში გავა. ეკრანიზაციაში მალკოვიჩის გარდა ერთ-ერთ მთავარ როლს „ჰარი პოტერის“ კინოსერიების ვარსკვლავი რუპერტ გრინტი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ქარიზმატული ბელგიელი დეტექტივის საეკრანო სახე უკანასკნელად კენეტ ბრანამ შექმნა მხატვრულ ფილმში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. რაც შეეხება, ტელევერსიებსა და სერიალებს, მსგავს პროექტებში პერსონაჟი ყველაზე მეტჯერ დევიდ სუშემ განასახიერა 13 სეზონისგან შემდგარ პოპულარულ ტელესერიალში.