weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მორგან ფრიმენი CNN-ისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

14:23 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი მორგან ფრიმენი ტელეკომპანია CNN-ს ბოდიშის მოხდას სთხოვს, რისი მიზეზიც უმსხვილესი ამერიკული ტელეარხის მხრიდან მსახიობის სექსუალურ შევიწროებაში გავრცელებული ბრალდებებია.

ოსკაროსანი მსახიობის ადვოკატის, რობერტ შვარცის თქმით, ტელეარხი ვალდებულია, მორგან ფრიმენს ბოდიში მოუხადოს. მისი მტკიცებით, არხის მასალა „ბოროტი ჩანაფიქრის“ შედეგია.

როგორც ცნობილია, ფრიმენის ადვოკატის წერილი CNN-ის დირექტორს უკვე გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის აღიარებულ ვარსკვლავს სექსუალური შევიწროებაში, სექსუალური ხასიათის კომენტარების კეთებაში, არასასურველი შეხებასა და თვალთვალში 8 ქალი სდებდა ბრალს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]