weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2020

HBO „სატახტოთა თამაშის“ პრიკველ სერიალს გადაიღებს

14:12 შაბათი, 09 ივნისი 2018 hits 851

ამერიკული ტელეარხი HBO აგრძელებს მწერალ ჯორჯ მარტინთან თანამშრომლობას. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, ტელეარხი პოპულარულ სერიალ „სატახტოთა თამაშის“ წინამდებარე ისტორიას, ე.წ. პრიკველ სერიალს გამოუშვებს, რომელშიც მოქმედება გამოგონილ სამყარო ვესტეროსში ათასობით წლით ადრე განვითარდება.

ჯერ-ჯერობით უსათაურო ფენტეზი ჟანრის სერიალის შოურანერები თავად 69 წლის ამერიკელი მწერალი და კინოკომიქსებით (Stardust, Kick-Ass, X-Men, Kingsman) ცნობილი ინგლისელი სცენარისტი ჯეინ გოლდმენი იქნებიან.

HBO-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრიკველ სერიალში მოვლენები „სატახტოთა თამაშამდე“ ათასობით წლით ადრე, ლეგენდად ქცეული გმირების შესახებ განვითარდება და ნაჩვენები იქნება ე.წ. თეთრი მოხეტიალეების წარმოშობის ისტორია და ვესტეროსის სხვა საიდუმლოებები.

ასევე ცნობილია, რომ გასულ წელს ტელეარხმა „სატახტოთა თამაშის“ ოთხი სპინ-ოფ სერიალის წარმოების შესახებ განაცხადა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

re[email protected]