weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დღეში რამდენი ფინჯანი ყავაა იდეალური გულისთვის

12:49 პარასკევი, 29 ივნისი 2018

გერმანელ მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, თუ როგორ მოქმედებს ყავა გულის ჯანმრთელობაზე. მოლეკულური ბიოლოგების, იუდით ჰენდლერისა და იოახიმ ალტშმიდის აზრით, დღეში ოთხი ფინჯანი ძლიერი ყავა შესაძლოა, გულის ჯანმრთელობის საწინდარი იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის.

კოფეინით დამუშავებული ლაბორატორიული თაგვებისა და ადამიანის კოფეინიზებული ქსოვილების შესწავლით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, როგორ აუმჯობესებს ყავა ადამიანის სისხლძარღვებში არსებულ უჯრედებს. გაირკვა, რომ ძირითადად ხანდაზმულ ადამიანთა უჯრედებში წარმოიქმნება გარკვეული სახის ცილები, რომლებიც ახალგაზრდების უჯრედებში არსებულთა მსგავსად იქცევა.

ოთხწლიანი დაკვირვებებისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ყავას ყოველდღიურად სვამდნენ, ნაკლებად იღუპებოდნენ გულის დაავადებებით, ინსულტებითა თუ დიაბეტით.

ამავდროულად აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ჩაატარა ორი კვლევა 400 000 ამერიკელისა და 500 000 ევროპელის ჩართვით. ორივე კვლევამ დაადგინა, რომ ყავის რეგულარულად მსმელების სიკვდილიანობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე მათი - ვინც ყავას ყოველდღე არ სვამენ.

დადგენილია, რომ ყავას მრავალი დადებითი ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე, მათ შორის არის ღვიძლის დაავადების (ციროზი) დაბალი რისკი, გარკვეული სახის კიბოების განვითარების დაბალი რისკი, დემენციისა და ალცჰაიმერის დაბალი მაჩვენებელი და დეპრესიის შედარებით მცირე რისკი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]