აღნსანიშნავია, რომ ხსენებულ სამაშველო ოპერაციაზე არა ერთ, არამედ ორ სხვადასხვა მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.
პირველ მათგანს კომპანია Ivanhoe Pictures და რეჟისორი ჯონ მ. ჩუ გადაიღებს, ხოლო მეორეს კინოკომპანია Pure Flix Entertainment. ამჟამად ორივე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ტაილანდის მთავრობასთან.
ამავდროულად ჩუმ უმაყოფილება გამოთქვა Pure Flix-ის დაინტერესებაზე. მისი ვარაუდით, ჰოლივუდი კიდევ ერთხელ მოახდენს ე.წ. Whitewashing-ს და რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ფილმში აზიელების ნაცვლად თეთრკანიან მსახიობებს მიიწვევს.