„სამწუხაროდ, ჩემს თავს ამ პოზიციაზე 2020 წელს ვერ ვხედავ. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ეს ყოველივე შეუძლებელია“. - განმარტა ამერიკელმა მსახიობმა.
მაიკლ მური დუეინ ჯონსონს ამერიკის პრეზიდენტად გახდომისკენ მოუწოდებს
დუეინ ჯონსონის თქმით, ბოლო მომენტამდე ის სერიოზულად განიხილავდა ამ შეთავაზებას ახლობლებისგან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობდნენ, ამ პოზიციას ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ბოლო მომენტამდე საკმაოდ სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა ვარსკვლავი არ გამორიცხავს, რომ ძალები მომდევნო არჩევნებში სცადოს.