ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის სექტემბერში, ნიუ იორკში დაიწყება. სიუჟეტი მოგვითხრობს გამოგონილ ქალაქ გოთემის ყველაზე დიდი კრიმინალური ავტორიტეტის ჩამოყალიბებას 80-იან წლებში.
სცენარის ავტორი კომედიებით ცნობილი ტოდ ფილიპსი და სკოტ სილვერი (8 Mile, The Fighter, Finest Hour) არიან. შემქმნელების თქმით, „ჯოკერს“ მარტინ სკორსეზეს კლასიკური ფილმების, „ტაქსის მძღოლისა“ და „ცოფიანი ხარის“ მსგავსი ატმოსფერო ექნება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „უორნერ ბრაზერსი“ პარალელურად მუშაობს სხვა ფილმზე, რომელიც ასევე ჯოკერის შესახებაა. იგი კომპანიის მიერ შექმნილი ვრცელი კინოსამყაროს (DC Extended Universe) ერთ-ერთი სერია იქნება, რომელშიც ანტაგონისტ პერსონაჟს ჯარედ ლეტო კიდევ ერთხელ განასახიერებს.