გერმანიის მაქს პლანკის ორნითოლოგიის ინსტიტუტის ეკოლოგისა და National Geographic-ის მკვლევარ მარტინ ვიკელსკის თქმით, ფრინველთა გუნდებმა შეიძლება გეზს გადაუხვიონ ან უცნაურ დროს გააქტიურდნენ.
ვიკელსკი სატელიტური დაკვირვების პროექტს ხელმძღვანელობს. პროექტი მსუბუქ ელექტრონულ სანიშნეებს იყენებს, რომლებსაც ათიათასობით ფრინველზე, ღამურასა და სხვა ცხოველებზე ამაგრებენ, რათა მათ ქცევაში მოახლოებულ სტიქიაზე მიმანიშნებელი გადახრები აღმოაჩინონ.
მოხალისეთა გლობალურმა ქსელმა უკვე დაიწყო ამ ხელსაწყოებით ცხოველების დანიშვნა, რომლებით თავიანთი მოძრაობის მონაცემებსაც აწვდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.
მარტინ ვიკელსკი იმედოვნებს, რომ შედეგად სტიქიური უბედურებების წინასწარმეტყველთა ქსელს მიიღებს.
მსგავსი სტატია: