weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ედი რედმეინი და ჯესიკა ჩესტეინი სერიული მკვლელის კინოისტორიაში ითამაშებენ

15:37 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ედი რედმეინი და ჯესიკა ჩესტეინი მთავარ როლებს შეასრულებენ თრილერში სათაურად „კეთილი მედდა“ (The Good Nurse), რომელიც ავტორ ჩარლზ გრებერის დოკუმენტური რომანის ეკრანიზაცია იქნება და გვიამბობს რეალური სერიული მკვლელის, ჩარლზ კალენის ისტორიას.

ოსკაროსანი ედი რედმეინი ხსენებულ მანიაკს განასახიერებს, რომელიც მედმუშაკი იყო და 1988-2003 წლებში, ნიუ ჯერსისა და პენსილვანიის შტატების 9 საავადმყოფოში 29-დან 40-მდე ადამიანი იმსხვერპლა. პაციენტებს ის სასიკვდილო დოზებით კლავდა. ამჟამად სამუდამო პატიმრობამისჯილი 58 წლის სერიული მკვლელი ქალაქ ტრენტონში, ნიუ ჯერსის სახელმწიფო ციხეში იხდის სასჯელს.

ოსკარის ნომინანტი ჯესიკა ჩესტეინი კი მედდას განასახიერებს, რომელიც მანიაკთან ერთად მუშაობდა ერთ სამედიცინო დაწესებულებაში და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მიუხედავად, დეტექტივებს მანიაკის დაჭერაში დაეხმარა.

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული სურათის სცენარის ავტორი კრისტი უილსონ-კეირნსი გახლავთ, რომელიც ასევე ამჟამად ოსკაროსან სემ მენდესთან ერთად მუშაობს ორ ფილმზე. „კეთილ მედდას“ დანიელი სცენარისტი და რეჟისორი ტობიას ლინდჰოლმი (Submarino, The Hunt, A Hijacking, April 9th, A War, The Commune) გადაიღებს. სურათის წარმოებით დარენ არონოვსკის კუთვნილი კინოკომპანია Protozoa Pictures დაკავდება, დისტრიბუციის უფლებები კი საშინელებათა ფილმებით ცნობილ კომპანია Lionsgate-ს ეკუთვნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]