weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მარველი“ „დისნეის“ ჯეიმს განის დაბრუნებას სთხოვს

13:04 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

მას შემდეგ, რაც კომპანია „დისნეიმ“ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და „გალაქტიკის მცველების“ მე-3 სერიიდან რეჟისორი ჯეიმს განი დაითხოვა, რეჟისორს თანადგომა ფილმის სამსახიობო ჯგუფმა და უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა.

ამჯერად კომპანია „მარველი“, რომლის კომიქსების მიხედვითაცაა „გალაქტიკის მცველები“ გადაღებული, „დისნეისთან“ მოლაპარაკებებს მართავს და ჯეიმს განის დაბრუნებას ითხოვს.

რეჟისორის პოსტზე აღდგენისთვის პეტიციაც შეიქმნა, რომლის იდეის ავტორი ცნობილი რეჟისორი კევინ სმიტი იყო. „გალაქტიკის მცველების“ მსახიობი დეივ ბაუტისტა კი დაიმუქრა, რომ თუ ჯეიმს განს არ დააბრუნებდნენ, იგი პროექტიდან წავიდოდა. პარალელურად, რეჟისორთან თანამშრომლობის სურვილი სხვადასხვა კინოსტუდიებმა გამოთქვეს.

„გალაქტიკის მცველების“ მესამე ნაწილის პრემიერა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. მისი სცენარი წინა ორი ფილმის მსგავსად ჯეიმს განს ეკუთვნის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]