weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

ვარსკვლავები რომლებიც საათობრივად ყველაზე დიდ თანხას გამოიმუშავებენ

16:48 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 hits 603

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგის სათავეში მოექცა. Business Insider-ის რეიტინგში მეორე ადგილზე კაილი ჯენერი გავიდა, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ კაილი ჯენერი, რომელიც საათში 19 ათას დოლარს გამოიმუშავებს, მცირე ხნის წინ TIME-მა ყველაზე გავლენიან ინტერნეტვარსკვლავად დაასახელა.

მესამე პოზიციაზე დუეინ ჯონსონია საათში 14 ათასიანი ანაზღაურებით. ელენ დეჯენერესი საათში 9 988 დოლარიანი შემოსავლით იწონებს თავს, მეხუთე ადგილს კი ლებრონ ჯეიმსი იკავებს – 9760 დოლარიანი მაჩვენებლით. შემდეგ ადგილებს ტეილორ სვიფტი და ბიონსე ინაწილებენ – სვიფტის ანგარიშზე საათში 9132 დოლარი ფიქსირდება, ბიონსესაზე კი 6849 დოლარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]