რუსეთის საოსკარე კომიტეტის განმარტებით, არჩეულ ფილმს სხვა კანდიდატებთან შედარებით ყველაზე მეტი შანსი აქვს, რათა ამერიკის კინოაკადემიის ყურადღება მიიქციოს.
„სობიბორი“ ალექსანდრ პეჩორსკის (1909-1990) რეალურ ისტორიას გვიამბობს. სამხედრო ტყვედ ჩავარდნილმა წითელარმიელმა 1943 წლის 14 ოქტომბერს სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკიდან, სადაც 250 000 ებრაელი მოკლეს, ტყვეების მასიური გაქცევა მოაწყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ოსკარზე ხსენებულ ნომინაციაში მოსახვედრად „ნამე“ იბრძოლებს.