ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მის ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მუსლიმები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია...
საოსკარედ საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომეიც 9 წევრისგან შედგებოდაა: დიმიტრი მამულია - კინორეჟისორი; გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი; ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი; ია შუღლიაშვილი - მსახიობი; კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი; ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი; კოტე ჯანდიერი - სცენარისტი; ნინო მხეიძე - კინომცოდნე; ლევან კიტია - კინორეჟისორი. შეგახსენებთ, რომ ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა:
„ხიბულა“ - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
„ნამე“ - რეჟისორი ზაზა ხალვაში
„ჰორიზონტი“ - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
„დედე“ - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
„ჰამლეტი“ - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.
იქნება თუ არა „ნამე“ წარდგენილი ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში, ეს ცნობილი ზამთარში, ე.წ. შორთ-ლისტის გამოქვეყნების დროს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც უშუალოდ საოსკარე ნომინანტ ხუთეულს დაასახელებენ.