weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

მელ გიბსონი ვესტერნის შედევრად მიჩნეული „ველური ბანდის“ რიმეიქს გადაიღებს

12:58 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 hits 905

ოსკაროსანი რეჟისორი და მსახიობი მელ გიბსონი ვესტერნი ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარებულ „ველური ბანდის“ (The Wild Bunch) რიმეიქს გადაიღებს, რომლის სცენარსაც თავად დაწერს. რეჟისორ სემ პეკინპას 1969 წლის კინოშედევრის ახალი ვერსია სტუდია „უორნერის“ პროდუქცია იქნება.

ვესტერნის კინოკლასიკაში მოქმედება აშშ-მექსიკის საზღვარზე ვითარდება, მთავარი გმირები კი ხანში შესული ყაჩაღები არიან. „ველური ბანდა“ მრავალი კრიტიკოსისა და კინომცოდნის აზრით, ახალი სიტყვა იყო თავის ჟანრში. ე.წ. რაპიდკამერისა და სწრაფი მონტაჟის გამოყენების გარდა, იგი პირველი ვესტერნი იყო, სადაც რეალისტურად ჩანდა სისხლიანი სცენები. პათეტიკისა და რომანტიკის გარეშე აღწერილი პეკინპას პერსონაჟები და სიუჟეტი, უცხო და ახალი იყო ვესტერნისთვის. ფილმს იმ წლის ოსკარების დაჯილდოებაზე ორი ნომინაცია ხვდა წილად: საუკეთესო ორიგინალი სცენარი და საუკეთესო მუსიკა (ჯერი ფილდინგი).

კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსი“, რომელმაც არაერთხელ სცადა სემ პეკინპას ფილმის ახალი ვერსიის წარმოება, მელ გიბსონისეული რიმეიქის გადაღებებს მომავალი წლის გაზაფხულზე, ავსტრალიაში დაიწყებს.

აქვე გეტყვით, რომ მელ გიბსონი მსახიობის ამპლუაში გამოჩნდება წლევანდელ კრიმინალურ დრამაში - Dragged Across Concrete, მომდევნო წელს კი ისტორიულ-ბიოგრაფიულ დრამაში - The Professor and the Madman, საი-ფაი ექშენში - Boss Level და ასევე მძაფრსიუჟეტიან ფილმში - War Pigs. რაც შეეხება მის სარეჟისორო პროექტებს, ამჟამად იგი „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებასა და საომარ დრამა „გამანადგურებელზე“ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მელ გიბსონის უკანასკნელი სარეჟისორო ნამუშევარი 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად შეფასებული, ბიოგრაფიული საომარი დრამა Hacksaw Ridge იყო, რომლითაც მან მორიგი საოსკარე ნომინაცია მოიპოვა, ფილმს კი ოსკარის ორი ჯილდო ერგო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]