weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომან პოლანსკი შეცდომით ბრალდებულის რეალურ ისტორიაზე ფილმს გადაიღებს

13:11 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

ოსკაროსანი რეჟისორის, რომან პოლანსკის ახალი ფილმი სოციალურ-პოლიტიკური თრილერი იქნება, რომელიც მე-19 საუკუნეში შეცდომით ბრალდებული ფრანგი სამხედროს რეალურ ისტორიაზე გვიამბობს.

ახალი ფრანგულენოვანი ბიოგრაფიული პროექტი სათაურად - J’accuse (ბრალს ვდებ), ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის რომანის, „ოფიცერისა და ჯაშუშის“ ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარ გმირს, ჯაშუშობაში ბრალდებულ კაპიტან ალფრედ დრაიფუსს ლუი გარელი განასახიერებს, ოფიცერ ჟორჟ პიკარს კი - ოსკაროსანი ჟან დიუჟარდენი. ფილმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: რეჟისორის მეუღლე ემანუელ სენიე, მატიე ამალრიკი და მელვილ პუპო.

აღსანიშნავია, რომ ფილმის სიუჟეტი რომან პოლანსკის ცხოვრების გახმაურებულ პირად სკანდალს ჰგავს, მოგეხსენებათ აღიარებულ რეჟისორს დღემდე ბრალს დებენ 1977 წელს არასრულწლოვანზე ძალადობაში, რასაც თავად რეჟისორი არ აღიარებს. იგი შეერთებულ შტატებში დღემდე იდევნება, ამა წლის მაისში კი პოლონელი რეჟისორი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.

 

ამ თემაზე:

ნატალი პორტმანი რომან პოლანსკის მხარდაჭერას ნანობს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]