იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სურათებზე ასახულია ასტეროიდის კლდოვანი ზედაპირის სხვადასხვა ადგილები.
უპილოტო ხომალდ Hayabusa2-ს ასტეროიდ „რიუგუმდე“ მისაღწევად სამ წელიწადზე მეტი დასჭირდა.
გეგმის მიხედვით, ხომალდი ასტეროიდის ზედაპირზე ცოტა ხანში უფრო დიდ, ფრანგულ-გერმანულ მავალს გადასვამს, მომავალ წელს კი თავად დაჯდება, აიღებს ნიმუშებს და კვლევისთვის უკან, დედამიწაზე ჩამოიტანს.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ, ფარდა აეხდება მზის სისტემის მრავალ საიდუმლოს.