weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

განტვირთვა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ქალაქ ფოშანში, მშენებლობის დროს დინოზავრის კვერცხების ნამარხი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 70 მილიონი წელია. ხუთი კვერცხის ნამარხი ნაჭუჭები ქვიშაქვის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

პოპულარული ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ ახალმა, რიგით მე-8 ფილმმა მსოფლიო პრემიერიდან პირველივე კვირაში (ე.წ. Opening Weekend) 539 მილიონი დოლარი შემოსავლის მოგება შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანია Hoversurf დრონის მსგავს მფრინავ მოტოციკლის შექმნაზე მუშაობს. საწყისი სტარტაპ პლატფორმა სახელად Scorpion 3, ერთადგილიანი საფრენ აპარატს წარმოადგენს, რომელიც მთლიანად კონტროლირებადი სისტემითაა აღჭურვილი.

ამერიკელ მსახიობ ქრის პრატს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონიაზე ახალგაზრდა მსახიობი მეუღლესთან, კომიკოს მსახიობ ანა ფარისთან და ვაჟიშვილთან ერთად მივიდა.

იაპონელი მასაო გუნძი, რომელიც პოპულარულ საბავშვო პერსონაჟ Hello Kitty-ს სათამაშოებს, ფიგურებს, სუვენირებსა და სხვა ნივთებს აგროვებს, გინესის რეკორდსმენი გახდა, როგორც აღნიშნული ბრენდის მსოფლიოში უდიდესი კოლექციის მქონე.

ჩინური კინოკომპანიები, Beijing Starlit Movie და TV Culture, სათამაშოების იაპონური კომპანია „კონამის“ მიერ 1988 წელს გამოსულ კლასიკად ქცეულ ვიდეოთამაშ „კონტრას“ მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.

სან-ფრანცისკოში მდებარე ამერიკულმა ფირმამ Apis Cor, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერით ბეჭდვით კონსტრუქციების მშენებელი პირველი კომპანიაა, 38 მ2 ფართობის საცხოვრებელი სახლი რუსეთში სულ რაღაც 24 საათში ააშენა.

მსოფლიოს უცნაური და სახალისო რეკორდების ყოველკვირეულ პოპულარულ იტალიურ შოუში (Lo Show Dei Recordi) მორიგი უჩვეულო გინესის რეკორდი დაფიქსირდა - ჩინელმა აკრობატმა ლუნლონ ლიმ თავზე მდგარმა კიბის 36 საფეხური აიარა.

მექსიკელი სურრეალისტი მხატვარი ფრიდა კალო 1954 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლის, ასევე მხატვარ დიეგო რივერას ანდერძით მათი პირადი ნივთები, რომელიც ერთ ოთახში იყო დაკეტილი, გარდაცვალებიდან 15 წელიწადში უნდა გაეხსნათ, თუმცა ისინი…

ჰოლანდიელი ფოტოგრაფი რომან რობრუკი ფოტოკოლექციაში, სახელად „მიტოვებული ღვთის სახლები“, შეეცადა ეჩვენებინა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული იმ ტაძრებისა და ეკლესიების სილამაზე, რომლებიც დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]