weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქის 3 შვილი თბილისში ჩამოიყვანეს

17:46 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018
შეხვედრა პატიმარ ქალთან ერაყში შეხვედრა პატიმარ ქალთან ერაყში

სამი არასრულწლოვანი, რომელთა 25 წლის დედას ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. 2, 5 და 6 წლის ბავშვებს, რომლებიც ამ დრომდე ერაყის ციხეში იზრდებოდნენ, აღსაზრდელად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, დედის მშობლებთან გადაიყვანენ.

აეროპორტში ბავშვებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ერაყში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ტაბატაძე, ბავშვების ოჯახის წევრები და კაბალის მცხოვრებლები დახვდნენ.

ბავშვების დედას სამუდამო პატიმრობა იმის გამო აქვს მისჯილი, რომ მისი ქმარი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. ოთხი თვის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ერაყის იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ბავშვების საქართველოში დაბრუნების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. წულუკიანის თქმით, ახალგაზრდა ქალი სამ ბავშვთან ერთად, ერაყის ციხეში ნორმალურ პირობებში იყო, თუმცა ასაკის გამო ბავშვებს ბავშვთა სახლში გადაყვანა ემუქრებოდათ.

თეა წულუკიანის განცხადებით, ერაყის სასამართლოს მიერ 25 წლის ქალისთვის გამოტანილი განაჩენი საქართველომ შესაძლოა გაასაჩივროს.

„პირველ ინსტანციაში მას არც კი ესმოდა სამართალწარმოების საქმე და თავი ვერ დაიცვა. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო ინსტანციაში მისი უფლებები ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

„პირველ არხთან“ ინტერვიუში პატიმრობაში მყოფი ქალის მამა ამბობს, რომ მისი შვილი 2012 წელს, რუსეთის მოქალაქემ მოიყვანა ცოლად. მამაკაცი წარმოშობით კაბალიდან იყო. ქალი ქმართან ერთად რუსეთში გაემგზავრა, სამი თვის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა აღარ ჩამოსულა. ოჯახმა 2015 წელს, ქალის სატელეფონო ზარის საშუალებით შეიტყო, რომ ის ერაყში იყო. ქალმა მესამე შვილი ერაყში გააჩინა, მისი ქმარი კი სავარაუდოდ 2017 წლის ზაფხულში, მოსულისთვის გადამწყვეტი ბრძოლის დროს დაიღუპა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც 2017 წლის აპრილამდე არსებულ მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოდან სირიასა და ერაყში 200-ზე მეტი ადამიანია წასული. წასულებიდან 50-ზე მეტი სირიასა და ერაყში რჩებოდა, 50-მდე ადამიანი კი სამშობლოში, საქართველოშია დაბრუნებული.

რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ სირიაში პანკისის ხეობიდან წასული ოჯახი - 36 წლის კახა ტოხოსაშვილი, მისი ორსული მეუღლე, 34 წლის აღაზა ბორჩაშვილი და მათი 8 წლის ბავშვი დაიღუპნენ. კახა ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

 

ამ თემაზე:

ჩვენს ბავშვებს უცხო ქვეყნის ციხეში ვერ მივატოვებთ - თეა წულუკიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]