weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

IBSU-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ავტორიზაციის საბჭოს საქმის ხელახლა განხილვა დაევალა

23:27 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018
 ფოტოზე IBSU-ს რექტორი ილიას ჩილოღლუ ფოტოზე IBSU-ს რექტორი ილიას ჩილოღლუ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საჩივარი დააკმაყოფილა. IBSU-ს საჩივარი შეეხებოდა ავტორიზაციის საბჭოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტს ერთი წლით პირველკურსელების მიღება აერკძალა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ავტორიზაციის საბჭოს ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა.

„ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ჩაითვალა დაუსაბუთებლად. ვფიქრობ, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა. ახალი გარემოებაა ისიც, რომ შემოსავლების სამსახურში სადავო თანხა გადარიცხულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს არავითარი დაბრკოლება არ უნდა ჰქონდეს, რომ სტუდენტები მიიღოს“, - განაცხდა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდით ამ გადაწყვეტილებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ როდესაც ავტორიზაციის საბჭო ამ საქმეს თავიდან განიხილავს, დადებითად გადაწყვეტს მას. მადლობა მინდა ვუთხრა სააპელაციო საბჭოს თითოეულ წევს, ვინც მხარი დაგვიჭირა“, - აღნიშნა IBSU-ს რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც 1995 წელს თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით დაარსდა, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით აუკრძალა. აკრედიტაციის საბჭომ ამის მიზეზად სახელმწიფოს წინაშე უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. საუბარი იყო 700 ათას ლარზე, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს საგადასახადო ჯარიმის სახით დაეკისრა. საბჭოს არგუმენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, 26 აგვისტოს, უნივერსიტეტმა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება სრულად დაფარა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოში თურქეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ელჩი ამბობს, რომ თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ FETÖ-ს „საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი“.

იმ პერიოდში, როდესაც IBSU-ს სტუდენტების მიღება შეუზღუდეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობდა. განათლების მინისტრის გადაწვეტილებით, სანიკიძე თანამდებობიდან 10 სექტემბერს გათავისუფლდა. 4 ოქტომბერს ცენტრის დირექტორად გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]