ნინო ჯაფიაშვილს სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. არის ჟურნალ „ინდიგოს“ დამფუძნებელი, ჟურნალ „ლიბერალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი რედაქტორი. სხვადასხვა დროს ნინო ჯაფიაშვილი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორი, „ინტერნიუს ნეტვორკის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ რეპორტიორი, წამყვანი და პროდიუსერი იყო. ჯაფიაშვილი კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლაში (GIPA) მედიაეთიკას ასწავლის. 2015 წლიდან კი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრია.
„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს უფროსის თანამდებობა თითქმის ცხრა თვე ვაკანტური იყო. 2006-2018 წლებში მას მარინა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა.