weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

13:16 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

თელავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. შუახნის ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2018 წლის იანვარიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 307 ადამიანი დაიღუპა, 5 989 კი დაშავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ (GASR) ინფორმაციით, 2018 წლის რვა თვეში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]