weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ „გირჩის“ 3 წევრი და მხარდამჭერები განყოფილებაში გადაიყვანა

15:59 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018
ფოტოზე გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფოტოზე გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

სამართალდამცველებმა „გირჩის“ წევრები - იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე დედაენის ბაღიდან, სადაც „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ ჩატარებაა დაგეგმილი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. „გირჩის“ ინფორმაციით, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით დააკავა მათი ორი მხარდამჭერიც, რომლებიც დათვისა და მგლის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ პოლიციის განყოფილებაში იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის გადაყვანა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება. სავარაუდოდ, განყოფილებაში იგივე საფუძვლით გადაიყვანეს დანარჩენი სამი ადამიანიც.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიამ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ ჩატარება დააანონსა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

დედაენის ბაღთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათი წევრებისა და მხარდამჭერების დაკავების მიუხედავად, „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ მაინც ჩატარდება. ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]