weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შსს გააკეთებს მაქსიმუმს შედეგის დასადებად – კახა საბანაძე

09:24 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს უახლოეს პერიოდში კონკრეტული შედეგის დასადებად. ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით.

საბანაძე წუხელ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მას არ დაუკონკრეტებია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.

„ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

25 ოქტომბერს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს, რომელსაც კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 წლის გოგონას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები შუადღის შემდეგ ეძებდნენ. დედის თქმით, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]