weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე 34 წლის მამაკაცი დააკავეს

10:35 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

სამართალდამცველებმა გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე 34 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ეს მძიმე ტრაგედიაა სრულიად საქართველოსთვის. შსს-ს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიურ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი პირი ინიციალებით ი.ნ.

იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი თითოეული ბინა, სადაც საეჭვო სისხლის კვალი აღმოვაჩინეთ. 

დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიურ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზემოთხსენებული მტკიცებულების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში ი.ნ. დაკავებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება.

მინდა, პირად შემადგენლობას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ წარმატებული მუშაობის შედეგად დაიდო კონკრეტული შედეგი“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.

25 ოქტომბერს სამართალდამცავებმა 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. 

8 წლის გოგონას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები შუადღის შემდეგ ეძებდნენ. დედის თქმით, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]