weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 34 წლის მამაკაცია

14:56 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

მამაკაცი, რომელიც გორში 8 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, 34 წლის არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია. როგორც დაკავებულის დედამ „რუსთავი 2“-თან განაცხადა, ბრალდებული ცხრა წლის განმავლობაში სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. მისივე თქმით, მისი შვილი ციხიდან ცხრა თვის წინ გამოვიდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა ჯერ სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ იმ მარშრუტზე, რომლითაც ბავშვი სისტემატურად გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა თითოეული ბინა დეტალურად შეისწავლეს. საბანაძის თქმით, ერთ-ერთ ბინაში საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

სამართალდამცავებმა 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს, საღამოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. 8 წლის გოგონას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები შუადღის შემდეგ ეძებდნენ. დედის თქმით, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]