weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიცია იძულებული გახდა ზაზა სარალიძე დაეკავებინა - შს მინისტრის მოადგილე

19:50 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ზაზა სარალიძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია თვალს ხუჭავდა. მეზვრიშვილის თქმით, დღეს პოლიცია იძულებული გახდა ემოქმედა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე სარალიძე დაეკავებინა.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, რუსთაველის გამზირზე. ფაქტობრივად, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ზაზა სარალიძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხერხებს მიმართავდა. თუმცა, გვესმოდა ადამიანურად, მისი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. ვგულისხმობ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს.

დღეს უკვე, სამწუხაროდ, პოლიცია, იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, რადგან ეს უკვე იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის, თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება - დაკავება გამოყენებულიყო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სარალიძესთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან.

შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავების შემდეგ ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ზაზა სარალიძე რამდენიმე თვეა მისი შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 10 სექტემბრიდან ის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ მოთხოვნით მშვიდობიან აქციას მართავს. სარალიძეს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]