weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კარიერზე, რომლის მახლობლად ბავშვი დაიღუპა, „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ მუშაობდა

22:36 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ქედაში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა. სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები) ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ახორციელებდა.

სამინისტროს განცხადებით, კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს აფეთქებითი მეთოდი გამოიყენეს, რის შედეგადაც 2012 წელს დაბადებულ გ.ო.- ს ქვა მოხვდა. ბავშვი მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

„სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა არ აკონკრეტებენ, ჰქონდა თუ არა კერძო კომპანიას აღნიშნული ნებართავა.

ქედაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორები ნიდერლანდების მოქალაქეები ედვარდ და ალლარდ სტრუიკები არიან. კომპანია 2016 წელს შეიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]