სამინისტროს განცხადებით, კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს აფეთქებითი მეთოდი გამოიყენეს, რის შედეგადაც 2012 წელს დაბადებულ გ.ო.- ს ქვა მოხვდა. ბავშვი მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
„სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა არ აკონკრეტებენ, ჰქონდა თუ არა კერძო კომპანიას აღნიშნული ნებართავა.
ქედაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორები ნიდერლანდების მოქალაქეები ედვარდ და ალლარდ სტრუიკები არიან. კომპანია 2016 წელს შეიქმნა.