weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

11:24 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, 20 წლის ა.კ.-ს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებულს ბრალი მას შემდეგ დაუმძიმდა, რაც გამოძიებამ ახალი მოწმეები გამოკითხა.

ვიტალი საფაროვი 30 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა საფაროვი დანით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავების შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოების გარეშე). პოლიციამ ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 23 წლის მამაკაციც დააკავა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. მათი თქმით, აშკარაა, რომ ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს. მათივე განცხადებით, მკვლელობა ჩადენილი იქნა ჯგუფურად. 

უფლებადამცველების ინფორმაციით, საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორი პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]