weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლონელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი მამაკაცი კიევში დააკავეს

12:54 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

28 წლის პოლონელი ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, 39 წლის მ.ხ.-ს დაკავება დღეს მოხდა.

საქმე ეხება ქალაქ ლოძში დაახლოებით ორი კვირის წინ მომხდარ დანაშაულს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბინაში მოკლეს, ცხედარი კი მიტოვებულ ადგილზე გადაიტანეს. პროკურორმა განაცხადა, რომ ქალი ნაცემი იყო, სიკვდილი კი ყელში დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია.

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ლოძიდან 20 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრა, 21 ოქტომბერს კი უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. მასზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. პოლონელი სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე საქართველოში იყო.

ინტერპოლის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით მ.ხ. ქუთაისშია დაბადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]