weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა – პირველი არხი

23:22 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა გაავრცელა. ამ დროისთვის უცნობია, რომელი მუხლით არის დაწყებული ფარცხალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებენ.

დღეს ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა უცნობია, რა კითხვები ჰქონდა მასთან საგამოძიებო უწყებას.

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის არის „ომეგა ჯგუფის“ საქმე, რომელიც ბოლო ორი თვეა განიხილება. „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მას ფულს სძალავდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმის კიდევ ერთი მონაწილე, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, რათა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მისთვის „ჭკუა ესწავლებინა“. ტელეკომპანიის ცნობით, ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა, ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. ლევან ყიფიანმა სარდაფში ჩაკეტვისა და გაუპატიურების მუქარის ეპიზოდს „ფარსი“ უწოდა. მოგვიანებით „რუსთავი 2“ ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.

2017 წლის მაისში ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა მაშინდელმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ. თორდიას ჩვენებით, თავდასხმის მიზეზი მისი პროფესიული საქმიანობა გახდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა, სადაც 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]